Logo

როსტომ ჩხეიძე – საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში, რაშიც ჩააყენა ხელისუფლებამ

პოლიტიკა
347
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში, რაშიც ჩააყენა ხელისუფლებამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, კრიტიკოსმა  როსტომ ჩხეიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის წინ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ცვლილებები ახლოსაა და ამაში დიდია მიხეილ საკაშვილის მიერ შექმნილი მუხტის წვლილი. 

 

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება ძალიან მძიმე, გაუსაძლის მდგომარეობაში, რაშიც ჩააყენა ხელისუფლებამ.  ადამიანური მოვალეობაა, რომ ვუთანაგრძნოთ. მეც მინდა ვუთანაგრძნო, ვანუგეშო და გავამხნევო კიდეც, ვუთხრა, რომ ესეც ჩაივლის.  

 

ჩვენ ვდგევართ გარდაუვალი ცვლილებების წინაშე. ეს უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება, რაც მალე, მით უკეთესი და ეს არ მოხდება მიხეილ სააკაშვილისგან გადმოდებული მუხტის გარეშე”, – განაცხადა როსტომ ჩხეიძემ. 

 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 28 დღეა, შიმშილობს, ის უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე და გამორიცხული არაა, რომ მისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს დამძიმდეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები