როსტომ მაგრაქველიძე - განათლების კუთხით მომდევნო წლებშიც არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვექნება


ავტორი
Front News საქართველო
"მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო წინა წლებში, იმ ორ არჩევნებში, როცა ჩემი მოსახლეობა და ამომრჩეველი გვერდში დამიდგა. ამან ძალიან დიდი მოტივაცია შემძინა“, - განაცხადა ასპინძაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა როსტომ მაგრაქველიძემ.
როსტომ მაგრაქველიძე, რომელიც კენჭს მესამე ვადით იყრის აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტისთვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა და განათლება იქნება.
"პრიორიტეტად ისევ რჩება ინფრასტრუქტურა. ამაში შედის, როგორც რაიონიდან სოფლებში დამაკავშირებელი გზები, ასევე, სოფლებისა და დაბის შიდა ქუჩების სრული რეაბილიტაცია. ასევე, პრიორიტეტად რჩება განათლება და კულტურა, ამიტომ, ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ამ კუთხით მომდევნო წლებშიც არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვექნება, რომელიც ხელს შეუწყობს, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდასა და მათ სრულფასოვან განათლებას. ასევე, პრიორიტეტად რჩება სპორტული კუთხით განვითარება და სოფლად არსებული კლუბების მშენებლობა/რეაბილიტაცია“, - განაცხადა მაგრაქველიძემ.
მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.
„2025 წელს, ასპინძის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი გზა დაიგება. სოფელ დამალის და ასპინძის დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოეწყო. ეს დაახლოებით იყო 900 ათას ლარზე მეტი ლარის ღირებულების. სადაც არ ყოფილა შიდა გზები მოწესრიგებული, 2025 წლის ბოლომდე სრულად მოეწყობა. მიმდინარეობს ერთ-ერთი უპრეცედენტო პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, დაბა ასპინძის მოსახლეობას და იმ სოფლებს, რომელიც მოგახსენეთ, ექნებათ 24 საათიანი სასმელი წყლით მომარაგება“, - განაცხადა როსტომ მაგრაქველიძემ.
თაგები:
ასპინძა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს