Logo

როთი – არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი პრეზიდენტი, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით, ან ვიზიტებით

პოლიტიკა
856
Frontnews image description

არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი პრეზიდენტი, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით, ან ვიზიტებით, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი წერს.

მისივე თქმით, საქართველოს ახალი არჩევნები სჭირდება.

“სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება!

არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი პრეზიდენტი, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით, ან ვიზიტებით. ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც შეიძლება მალე”, – წერს მიხაილ როთი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები