Logo

როთი – დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ

პოლიტიკა
1312
Frontnews image description

დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას.

“ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს მიხაელ როთი.

გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები