
ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც უცხოელი მინისტრებისა და პოლიტიკოსების გამოსვლა აქციებზე “ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევად” შეაფასა.
“ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, მაგრამ გთხოვთ, ნუ იქნებით დაკავებულები მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობთ ახალგაზრდების დემონიზებას”, – წერს როთი.
მიხაილ როთი სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში 14 მაისს იმყოფებოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილი მათ არ შეხვდა. იმავე დღეს უცხოელი პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თაგები:
მაიკლ როთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს