როთი – პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა

ავტორი
Front News საქართველო
პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში არის სერიოზული შეცდომა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
“პია ლისა კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს ლეგიტიმაცია გაყალბებული არჩევნების შედეგად წარმოქმნილი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის.
ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და ეუთომ დაჟინებით უნდა მოითხოვონ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!” – წერს როთი.
ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.
თაგები:
მიხაილ როთი




