როთი – საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს და ევროპამ საბოლოოდ უნდა გაიღვიძოს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპა გვერდით უნდა დაუდგეს, რადგან ქვეყანა საფრთხეშია.
“საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს და ევროპამ საბოლოოდ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ თავდადებული ევროპელების გვერდით უნდა დავდგეთ. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა“, – წერს მიხაილ როთი.
თაგები:
მიხაილ როთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა