Logo

როთი – თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ხალხი 50 დღეა, დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, დემოკრატია გაიმარჯვებს

პოლიტიკა
872
Frontnews image description

თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა, დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, დემოკრატია გაიმარჯვებს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.

“თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა, დემონსტრაციებს მართავს. ეს რთული ვითარებაა, ვინაიდან ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს, რადგან ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის არა მხოლოდ თავიანთი დივნებიდან იბრძვიან, არამედ გარეთ ქუჩაშიც, სიტყვებითა და ქმედებებით”, – წერს როთი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები