Logo

როთი – ვერ ვხედავ იმის შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, თუ ეს კანონი იქნა მიღებული

პოლიტიკა
659
Frontnews image description

ვერ ვხედავ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას წევრობაზე ამ კანონით. ვერ ვხედავ პირობებს საქართველოს  ნათელი მომავლისთვის, თუ მთავრობა ამ კანონს არ გაიწვევს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

როთი ხელისუფლებას მოუწოდებს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. 

 

“ჩემთვის დიდი პატივია ამ დელეგაციაში ყოფნა. ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში. ამიტომ, ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს უცხოელი აგენტების კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ იტყვის უარს ამ კანონის მიღებაზე. მე მივესალმები ხალხს, რომელიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებს.

 

ამ გამოწვევებით სავსე დროს თბილისი არის ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქი და მე იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა საშუალება, ვესაუბროთ პარლამენტის, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.

 

მე ვერ ვხედავ იმის შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, თუ ეს კანონი იქნა მიღებული და გზავნილი ევროკავშირისგან არის ძალიან მკაფიო”, – აცხადებს როთი. 

 

თბილისში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან. 

თაგები:

მაიკლ როთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები