“როცა ეწინააღმდეგები, მინიმუმ ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობას”

ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხეობის მცველებს ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მყარი არგუმენტები არ გააჩნიათ.
ამასთან, მისი განმარტებით, აქციის მონაწილეები ნებსით თუ უნებლიეთ იმ საქმეს აკეთებენ, რაც რუსეთს აწყობს.
"ნებსით თუ უნებლიეთ ისინი აკეთებენ იმ საქმეს, მე არ ვაბრალებ, რომ მაინც და მაინც განზრახვაა, საქმე კეთდება ისეთი, რომელიც აწყობს მაგალითად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. როცა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი, ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის რას ნიშნავს, რაზეა საერთოდ ლაპარაკი, რა ხარისხის ინვესტიციაზეა საუბარი. ამ დროს როცა ეწინააღმდეგები, მინიმუმ ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობას და 800 მილიონიანი ინვესტიციის ჩადების ინტერესს" – აცხადებს მდინარაძე.
თაგები:





