“როცა ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია, ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ”


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამართული მასშტაბური აქციები მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
"ჩემთვის მოულოდნელი იყო მეხილა პროტესტების დაწყება თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც დადებული იქნა აღნიშნული ხელშეკრულება. მეორე, რამაც გამაკვირვა, თურქუფობური ტონი იყო და რაღაც შემთხვევაში შემოპარული ისლამოფობიური პროპაგანდა. ეს ძალიან შემაწუხებელია, შემაშფოთებელია გულახდილად რომ გითხრათ. მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას, ქართული მართლმადიდებლური რწმენა გახლავთ განუყოფელი ნაწილი ქართული იდენტობის, მაგრამ, როცა ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ.
არსებობს ხალხი, ვისაც არ სურს ჰიდროელექტროსადგურის აშენება, არსებობენ სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფები, არიან ადამიანები, პრინციპულად წინააღმდეგები ჰიდროელექტროსადგურის, მაგრამ ეს არის მცირე ნაწილი. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ თავიანთ შეშფოთებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ზოგიერთი სეისმოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს, მაგრამ როდესაც ვაკვირდები ახალ ამბებს, იმას, რასაც ვკითხულობ და რასაც ვიგებ კომპანიისგან, იმას რასაც ვისმენ სოციალურ მედიაში, გვეუბნება, რომ არსებობს მანიპულაცია ფაქტები და მე მოვუწოდებ კომპანიას, გამოვიდეს და ღიად ილაპარაკოს ამასთან დაკავშირებით. მთავრობა და კომპანია საკმაოდ კარგად მუშაობენ, რათა მიმართონ ამ მანიპულაციას საჯარო საზოგადოებრივი აზრი. თუმცაღა, თუ არსებობს, რეალურად შეშფოთების საგანი გარემოს დაცვასთან, სეისმოლოგიასთან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით. დარწმუნებული ვარ, კომპანია ამას აკეთებს და გააკეთებს, მაგრამ ჩემი სამუშაო, როგორც ელჩის, გახლავთ დაცვა თურქი ინვესტორის, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ არ არსებობს რაღაც დამაზიანებელი გეგმები, მე ვფიქრობ ენერგოუსაფრთხოებაზე საქართველოსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ვსაუბრობ რელიგიურ ნარატივზე, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, მაგალითად ეს რომ ყოფილიყო ისრაელის კომპანია, იტალიური კომპანია, ამერიკული, ვინმე ჯვარს აღმართავდა? არ ვიცი, ამიტომაც მინდა ვკითხო ადამიანებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო, ეს ძალიან სენსიტიურია, მაგრამ ისრაელის კომპანია რომ მუშაობდეს ამ ადგილას და აღემართათ ჯვარი, ანტისემიტურ ნარატივსა და შეშფოთებას შემოიტანდნენ, მაგრამ არსებობს სხვა შეშფოთება, მოდით ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე არ მსურს ეს პრეცედენტს ქმნიდეს თურქი ინვესტორებისთვის.
საქართველომ უკვე მოახდინა რატიფიკაცია ევროპის ენერგეტიკული შეთანხმების და საქართველო უკვე ნაწილია ამ ხელშეკრულების. თურქეთი და საქართველო ენერგოუსაფრთხოების სფეროში – ეს გახლავთ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი. ჩემი, როგორც თურქეთის ელჩის ინტერესი გახლავთ ის, რომ თუ "ენკა" დისკრიმინაციას განიცდის, პროტესტების რომელიმე მხარის მიერ, იმიტომ რომ ეს არის თურქული კომპანია, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს. არის მეორე საკითხი, ადამიანებს უფლება აქვთ ჰქონდეთ განსხვავებული აზრი ამ პროექტზე, ჰიდროელექტროსადგურზე, რა თქმა უნდა, უნდა მოვუსმინოთ ყველა მხარეს, მე არც ერთი მხარის ადვოკატირებას არ ვახორციელებ, მაგრამ მე სრულიად უარვყოფ იმ ბრალდებას, რომელიც კორუფციას ეხება. ეს კომპანია ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია გახლავთ თურქეთსა და მსოფლიოში. გაცხადება იმის, რომ აღნიშნული კომპანია ჩართულია კორუფციაში, ეს გახლავთ შეურაცხყოფა და ძალიან სერიოზული ბრალდება. როგორც ელჩი, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს, ამ კომპანიის დადანაშაულებისა კორუფციაში. ისინი არიან სახელმწიფოს მთავრობის პარტნიორები, ეს პროექტი დაიწყო დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არ იყო, მანამდე დაიწყო ეს პროექტი. თურქული კომპანიები კორუფციაში მონაწილეები არ გახლავთ, მე როგორც ელჩი, პიროვნება, საქართველოს მეგობარი, როგორც ადამიანი, რომელმაც ბავშვებს უნდა შევხედო სახეში, მე კორუპციულ კომპანიას არ დავიცავ, მაგრამ "ენკა" კორუფციული კომპანია არ გახლავთ, ვინც ასეთ ბრალდებას აჟღერებს, ვალდებული არიან, დაამტკიცონ", – განაცხადა ელჩმა "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "კონტექსტში".
თაგები:
