დიმიტრი სამხარაძე - როცა საქართველოს ინტერესების დასაცავად ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია!


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ! - ამის შესახებ, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობას და ოჯახის წევრებს რისკის ქვეშ აყენებს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ქვეყნის და ივანიშვილის ღალატს ნიშნავს.
“ქართული ოცნება” იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ! მაშინ როცა, საქართველოს ინტერესების დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, ბატონი ბიძინა საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, რისკის ქვეშ აყენებს საკუთარი ოჯახის წევრებს, პარალელურად ვიღაცები თავისი ხუშტურების დაკმაყოფილებას იწყებენ, მოქმედებებით ზიანს აყენებენ სახელმწიფოს და ტალახში სვრიან იმ გზას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება. ასეთ დროს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია!” - წერს დიმიტრი სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა