Logo

“როცა ვიწრო პოლიტიკურ საფრთხეებს ხედავენ, მაშინ ახსენდებათ ეპიდვითარება და ის გართულებული სიტუაცია”

საზოგადოება
880
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი" ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პანდემიის გამო შეზღუდვების მორიგ გამკაცრებას სათავისოდ გამოიყენებს, რადგან მათი მიზანი ერთია: ხელი შეუშალონ 15 მაისის აქციას, რომელსაც ოპოზიცია აანონსებს. 

"ყველანაირი მცდელობა იქნება იმისათვის, რომ შეანელონ ჩვენ მიერ დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც დაგეგნილი გვაქვს. იცით, რომ 15 მაისს უკვე მასშტაბურ აქციას ვგეგმავთ. მათთვის და მათი სატელიტი ორგანიზაციებისთვის, ჯგუფებისთვის თუ ოჯახებისთვის აბსოლუტურად დაშვებულია ყველაფერი, მაგრამ როცა ვიწრო პოლიტიკურ საფრთხეებს ხედავენ, მაშინ ახსენდებათ ეპიდვითარება  და ის გართულებული სიტუაცია. ეს არის სპეკულაცია. მიხედონ იმ საქმეს, რა ვალდებულებაც გააჩნიათ ხალხის წინაშე"-განაცხადა დოლიძემ.

თაგები:

Advertisement