Logo

რუბიო - არავის აქვს უფლება, უკრაინას პუტინისთვის ტერიტორიების დათმობა აიძულოს

უკრაინა
210
Frontnews image description

უკრაინა არ არის მზად თავისი ტერიტორიების დათმობისთვის და შეერთებული შტატები არ ახორციელებს ზეწოლას კიევზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონის გადაცემაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

NBC-სთან ინტერვიუს დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო სცენარებზე.

ჟურნალისტებმა იკითხეს, განიხილეს თუ არა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ყირიმის პუტინის კონტროლის ქვეშ გადაცემის საკითხი.

რუბიომ უპასუხა, რომ უკრაინელები მზად არ არიან ასეთი დათმობებისთვის და არავის აქვს უფლება, აიძულოს ისინი დათმობაზე წავიდნენ.

მისი თქმით, მაშინაც კი, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ის არ ითვალისწინებს ამ ტერიტორიების გადაცემას.

"უკრაინელები მზად არ არიან ამის დათმობისთვის და არავინ აიძულებს უკრაინას დათმობას... თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ეს ასე არ იქნება“, - აღნიშნა მან.

პუტინი უკრაინის დონბასიდან გასვლას მოითხოვს. როგორც ცნობილია, ტრამპმა ევროპელ მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა უყოს თავის ტერიტორიას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუტინის ახირება.

Advertisement