Logo

რუბიო - აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს, ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია

პოლიტიკა
331
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე.

ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ", - აცხადებს მარკო რუბიო.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

Advertisement