მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს.
"ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მივულოცო რუს ხალხს რუსეთის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგულად უჭერს მხარს რუსი ხალხის უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას.
ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კვლავ დავადასტუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
თაგები:
მარკო რუბიო




