რუბიო - ეს უგუნური გადაწყვეტილება 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
"შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ „ჰამასის“ პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას უკან ხევს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.
თაგები:
მარკო რუბიო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს