რუბიო - პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, ამერიკა ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია მსოფლიოში არსებული ყველა პრობლემის გადაჭრა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას.
"პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება. ამერიკა ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს. საჭიროა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს.
ჩვენ კვლავინდებურად, უმსხვილესი დონორები ვართ, საგარეო დახმარების კუთხით. დღევანდელი ბიუჯეტითაც კი, ცვლილებები, რომელიც განვახორციელეთ, მაინც დიდ წვლილს შეიტანს უცხოურ დახმარებაში, ვიდრე შემდეგი 10 ქვეყანა ერთად აღებული. მეორე ადგილზე არა ჩინეთი, არამედ გერმანიაა და ის გაცილებით უკანაა, ვიდრე ჩვენ“,- განაცხადა რუბიომ.
თაგები:
მარკო რუბიო

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა