რუბიო - პრეზიდენტ ტრამპს სურს ევროპულმა ქვეყნებმა დააწესონ ისეთივე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ვაშინგტონისგან ელიან


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ევროპულმა ქვეყნებმა დააწესონ ისეთივე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ვაშინგტონისგან ელიან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს ჰკითხეს, რამდენ დროს მისცემს ტრამპი პუტინს, სანამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე გადავა. პასუხად, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ყველას "კარგად ესმის“, თუ რა სანქციები შეიძლება დააწესოს აშშ-მა.
"გარკვეულ მომენტში, პრეზიდენტმა შეიძლება გადაწყვიტოს მათი გამოყენება. ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ის არ აპირებს ხელოვნურად გამოაცხადოს ვადები“, - აღნიშნა რუბიომ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევროპამაც დააწესოს სანქციები, რადგან ჯერ კიდევ არსებობენ ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქციას, მათ შორის ნავთობს ყიდულობენ.
"მნიშვნელოვანია ევროპამაც დააწესოს სანქციები. ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ პროდუქტებს, მათ შორის რუსულ ნავთობს. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ მისი მოთმინება ძალიან სწრაფად იწურება.
ამერიკელი ლიდერის თქმით, ის მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატოს მოკავშირეები იმავეს გააკეთებენ.
ამავდროულად, ტრამპმა გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციები საკმარისად მკაცრი არ არის.
თაგები:
მარკო რუბიო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს