რუბიო, უიტკოფი და ტრამპის სიძე უკრაინის დელეგაციას 30 ნოემბერს შეხვდებიან

ავტორი
Front News საქართველო
კვირას, 30 ნოემბერს, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო გეგმის განსახილველად შეხვდებიან, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი კვირას ფლორიდაში უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან“, - განუცხადა სააგენტოს აშშ-ის მაღალჩინოსანმა.
ორი კვირის წინ აშშ-მა უკრაინას ომის დასრულების ახალი გეგმა წარუდგინა. ის 28 პუნქტისგან შედგებოდა და რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინას დონბასიდან ჯარების გაყვანა, არმიის შემცირება, შორი მოქმედების იარაღზე უარის თქმა და სხვა მტკივნეული მოთხოვნების შესრულება ევალებოდა.
23 ნოემბერს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის დელეგაციები ჟენევაში შეხვდნენ დოკუმენტის დახვეწის და კიევისთვის უფრო ხელსაყრელად გახდომის მიზნით.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ოფიციალურად განაცხადეს, რომ დოკუმენტის საბოლოო დეტალები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირად შეხვედრაზე შეთანხმდება.
თაგები:
სამშვიდობო დელეგაცია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


