რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა
საზოგადოება
06.01.2024 / 19:59


ავტორი
Front News საქართველო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან 5 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს.
ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ხაშურის კლინიკაში მკურნალობდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა – ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, 4 ადამიანი კი დაშავდა.
თაგები:
ავტოავარია