
ავტორი
Front News საქართველო
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხში გამართული აქცია იმ ფართომასშტაბიანი სკრინინგის კამპანიის ნაწილია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პრევენციული მედიცინის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადებების ადრეული გამოვლენა ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების და ჰიპერტენზიის მიმართულებით. პარალელურად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სპეციალისტებმა ზრდასრულ პაციენტებს კარდიოლოგის, ნეიროქირურგის და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციები გაუწიეს, ასევე ჩატარდა სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ჯანმრთელობას – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პედიატრიული კონსულტაციები და საჭირო სამედიცინო კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მისი მოადგილე ეკა ადამია, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სერგო ფიფია, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს