რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს


ავტორი
Front News საქართველო
რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უკრაინისთვის ერთი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
”უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების, რუსეთის მიერ მუდმივი და მასიური თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკა, და ამ სიტუაციის რეგიონალური შედეგები, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოების გათვალისწინებით, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემა“, – აღნიშნულია თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუმინეთი გააგრძელებს მოლაპარაკებებს თავის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, მსგავსი ან ეკვივალენტური საჰაერო თავდაცვის სისტემის მისაღებად.
თაგები:
რუმინეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს