
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან და ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
"მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლებთან მისასვლელი და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. აქტიურად მიმდინარეობს რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 1,5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი დაიგო. ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემისა და საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერია, აქტიურად აწარმოებს მონიტორინგს თითოეული პროექტის ვადების დაცვისა და ხარისხიანად განხორციელების საქმეში", – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო როუდ ინვესტი" ახორციელებს, რაზეც საერთო ჯამში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, 639 438 ლარი დაიხარჯება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს