“რურუას გამოშვებაც პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახის სიგნალი იქნება”


ავტორი
Front News საქართველო
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა იმის დამსახურებაა, რომ საზოგადოება არ მოდუნდა და ამბის პოლიტიკურმა ფასმა აიწია.
როგორც ხოშტარიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა, დარჩენილი პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახის სიგნალი იქნება.
"სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი მოქალაქე არ მოდუნდა, არ გაჩერდა და ითხოვდა ამ ადამიანების გათავისუფლებას, საბოლოო ჯამში, ამის პოლიტიკურმა ფასმა აიწია და მათ მოუწიათ, ამ ადამიანების გათავისუფლება.
ასევე მინდა ვთქვა, რომ გიორგი რურუას, დარჩენილი პოლიტპატიმრის გამოშვება იქნება გარკვეული სიგნალი პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახის. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ამ პოლიტპატიმრების გამოშვებით ივაჭრებენ და ვინმეს სადმე შეიტყუებენ, ეს ტყუილია, ეს ასე არ იქნება, ადამიანებით არ ვაჭროვებ, მაგრამ პოლიტიკური პროცესის შანსი ამ ფონზე შეიძლება გაჩნდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, "ქართული ოცნება" როგორ მოიქცევა", – განაცხადა ხოშტარიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს