Logo

რუს ჟურნალისტ მარია პონომარენკოს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ხუთი წლით საქმიანობა აუკრძალეს

მსოფლიო
15.02.2023 / 12:36
Frontnews image description

რუსეთის ქალაქ ბარნაულის სასამართლომ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე სარაკეტო დარტყმის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ მარია პონომარენკოს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ხუთი წლით ჟურნალისტური საქმიანობა აუკრძალა.

 

ბარნაულის სასამართლომ გამოცემა RusNews-ის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების მუხლით.

 

დასკვნით სიტყვაში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

პონომარენკოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 2022 წლის აპრილში შეეფარდა. ნოემბერში ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში ის „ტელეგრამ-არხში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო დაადანაშაულეს. ჟურნალისტი მარიუპოლის დრამატულ თეატრში მყოფი მოქალაქეების შესახებ წერდა.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, რვა წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი ოპოზიციონერ ილია იაშინს და შვიდი წლით პატიმრობა – ალექსეი გორინოვს.

თაგები:

რუსეთი
Advertisement