Logo

რუსები აცხადებენ, რომ ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებზე დრონებით თავდასხმა იყო

უკრაინა
1052
Frontnews image description

27 თებერვალს ღამით, ორი უცნობი დრონი თავს დაესხა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონს, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა.

 

მისივე მტკიცებით , საჰაერო თავდაცვამ დრონები ჩამოაგდო.

 

“დაშავებულები არ არიან, ნგრევა არ არის. ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები”, – აცხადებს გუბერნატორი.

 

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიანსკის ოლქის გარდა, საჰაერო თავდაცვამ ასევე ჩამოაგდო ერთი დრონი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე.

 

თაგები:

ბელგოროდი
Advertisement