რუსების მიერ ბერისლავში სასურსათო მაღაზიის დაბომბვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ბერისლავში სასურსათო მაღაზია მიზანმიმართულად დაბომბეს, დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი ადამიანი.
“შუადღისას რუსებმა მიზანმიმართულად შეუტიეს ხალხმრავალ ადგილს. მტრის ჭურვები ადგილობრივ სასურსათო მაღაზიას მოხვდა, სადაც ხალხი იყო”, – წერს ხერსონის ოლქის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი.
მისი ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი ადამიანი.
თაგები:
ხერსონი




