
ავტორი
Front News საქართველო
14 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, კიევში გუშინ ღამით რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
"დედაქალაქში გუშინ ღამით მტრის თავდასხმის შედეგად ოცდათექვსმეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
14 ნოემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 19 რაკეტა და 430 თავდასხმის დრონი გაუშვეს. დარტყმები განხორციელდა დედაქალაქში, მაღალსართულიან შენობებზე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს