Logo

რუსების მიერ უკრაინის ქალაქ დობროპილიას დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავდა

უკრაინა
914
Frontnews image description

7 მარტის საღამოს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დობროპილია დაბომბეს. დილის მდგომარეობით დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

“საღამოს რუსები თავს დაესხნენ დობროპილიას ცენტრს. სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 8 ხუთსართულიანი შენობა, ადმინისტრაციული შენობა და 30 მანქანა. ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა.

ასევე, ხანძრის ჩაქრობისას რუსმა ოკუპანტებმა მეორე შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც მანქანა დააზიანა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ვარაუდობენ, რომ ეს სავარაუდოდ, “შაჰედი” იყო.

“მიუხედავად საფრთხისა, მაშველები აგრძელებენ მუშაობას. 20 ბინაში ხანძარი ლოკალიზებულია”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.

Advertisement