“რუსების ყველაზე დიდი მარცხი” – უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ავდეევკას მახლობლად ოკუპანტებმა 6500-მდე ადამიანი დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
ავდეევკას მახლობლად რუსეთის შეტევამ უზარმაზარი დანაკარგები გამოიწვია. 10 ოქტომბრის შემდეგ ოკუპანტებმა 6500-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.
”თუ ჩვენ ვსაუბრობთ დანაკარგების რაოდენობაზე, მაშინ ავდეევკა არის რუსების ყველაზე დიდი მარცხი. ბოლოს და ბოლოს, თუ ჩავთვლით 10 ოქტომბრიდან, მაშინ მტრის მთლიანი დანაკარგები დონეცკის რეგიონში თითქმის 6500 ადამიანს შეადგენს“, – განაცხადა შტუპუნმა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს მტრის 100 ტანკი და თითქმის 250 ერთეული სხვა ჯავშანმანქანა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ავდეევკას რაიონში განადგურდა ხუთი რუსული ტანკი, მათ შორის T-90.
შტუპუნის თქმით, ავდეევკას მახლობლად ოკუპანტებს 40 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავთ.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს