Logo

რუსებმა ერთ დღეში 1000-მდე ჯარისკაცი და ბევრი ტექნიკა დაკარგეს - უკრაინის გენშტაბმა მონაცემები განაახლა

უკრაინა
241
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 047 250 (+980) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 25.07.25-მდე: ტანკები – 11 049 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 052 (+5), საარტილერიო სისტემები – 30 777 (+31), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1446 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1201 (+2), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 47 834 (+196), ფრთოსანი რაკეტები – 3535 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56 213 (+76), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).

გენერალური შტაბის ცნობით, 24 ივლისის საღამოს მონაცემებით, ფრონტზე 130 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბრძოლების ყველაზე დიდი რაოდენობა ისევ პოკროვსკის მიმართულებით დაფიქსირდა.

Advertisement