რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს – დაშავებული და დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები


ავტორი
Front News საქართველო
რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, უკვე ცნობილია ათობით დაღუპულის და დაშავებულის შესახებ.
ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია, დაშავებული 50-ზე მეტი.
ცნობილია, რომ ქალაქში მაღალსართულიანი შენობები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. იწვის მანქანები და ავტოფარეხები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ „რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სისტემატურად ანადგურებს მშვიდობიან ცხოვრებას“.
“ის (რუსეთი) შემთხვევით არ ირჩევს სამიზნეებს. ის ურტყამს ხალხს. და ეს არის მისი ნამდვილი სახე”, – წერს ლუბინეცი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს