Logo

"რუსებმა შესაძლოა, კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელონ" - ზელენსკიმ უკრაინელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

უკრაინა
150
Frontnews image description

ყველა უკრაინელმა ყურადღება უნდა მიაქციოს დღეს ღამით საჰაერო თავდასხმის სირენებს, რადგან რუსებმა შესაძლოა, კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დაზვერვის მონაცემებით ვიცით, რომ დღეს ღამით რუსეთის მასშტაბური დარტყმა შეიძლება განხორციელდეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ გაფრთხილებები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორმა და ევროპაში ყველამ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ჰქონდეს რაკეტები, არსებობდეს შესაბამისი სისტემები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაზვერვის მონაცემები, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.

"სამწუხაროდ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის მომარაგების დონე ამჟამად არ გვაძლევს საშუალებას, ჩამოვაგდოთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აგრესორმა ქვეყანამ უკრაინული კომპანიები, რომლებიც ყველა ტიპის სარაკეტო ტექნოლოგიის განვითარებაში პროგრესს აჩვენებენ, შემდგომი დარტყმების - სამხედრო, პოლიტიკური და პროპაგანდის - ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აირჩია, რადგან რუსეთი უკრაინის ბალისტიკური რაკეტებისა და ბალისტიკური ჩამჭრელი სისტემების წარმოების შესაძლებლობას სტრატეგიულ საფრთხედ მიიჩნევს.

2 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა დაიწყო ბალისტიკური, ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით. დაიღუპა 22 და დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები