რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით თბილისიდან მოქალაქეები საოკუპაციო ხაზისკენ მიემართებიან

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით თბილისიდან მოქალაქეები საოკუპაციო ხაზისკენ მიემართებიან.
ომის წლისთავთან დაკავშირებული აქცია-მსვლელობა თბილისიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სოფელ ნიქოზამდე გაგრძელდება.
სოფელ ნიქოზში, ისინი ე.წ. ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.
თაგები:
აგვისტოს ომი




