Logo

რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს

მსოფლიო
800
Frontnews image description

რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოდან გარიცხეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილებას პარლამენტის 216-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

 

მინისტრის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა მიეღო.

 

“ეს არის იგივე ასამბლეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა რუსეთის დაბრუნებას. ახლა დეპუტინიზაციის დროა. საბოლოო გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტის მისაღებია”, – წერს კულება.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მსჯელობის პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ევროპის საბჭოს ტოვებდა.

თაგები:

რუსეთი
Advertisement