“რუსეთი უკრაინისთვის შესაძლოა, “ქართული სცენარის” გამეორებას გეგმავდეს”


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას გეგმავდეს", – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან ეტიენ დე პონსენთან შეხვედრის დროს განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტიურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ანდრეი ტარანი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ასეთი კონცენტრაცია არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ ევროპის სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს.
"ჩვენს თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ სიტუაცია სათანადოდ არ შევაფასოთ. გააზრებული გვაქვს, რომ რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. მათ შეუძლიათ პროვოკაციები გამოიყენონ, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულონ იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა 400 ათასს ადამიანს რუსული პასპორტები დაურიგა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება რუსეთისთვის მძლავრი სიგნალი იქნებოდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს