რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი საქართველოში არ შემოუშვეს

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტახოვი ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შეუშვეს. ფაქტმა ადვოკატისა და ტელეწამყვან ასტახოვის აღშფოთება გამოიწვია.
“სპასის” გადამღებ ჯგუფთან ერთად გადავიღეთ მასალა სომხეთში “ნოეს კიდობნის” და წარღვნის შესახებ ფილმისთვის, გადავკვეთეთ სომხეთ-საქართველოს საზღვარი, რათა ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატისკენ, სადაც ასევე გადაღებებია დაგეგმილი, მაგრამ საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა თითქმის შვიდი საათის განმავლობაში უკანონოდ და დაუსაბუთებლად დაგვაკავეს, საბუთები წაგვართვეს და მთელი ჩვენი პირადი ნივთები დაათვალიერეს, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ოქმზე ქართულად და ინგლისურად მოგვეწერა ხელი, საბოლოოდ ტრანზიტზე უარი გვითხრეს “, – განაცხადა ასტახოვმა.
მისივე თქმით, მას ასევე არ ჰყავდა თარჯიმანი.
ასტახოვმა ქართველი მესაზღვრეების ქმედებებს “პროვოკაცია“ და “თვითნებობა“ უწოდა.
თაგები:
რუსეთი




