რუსეთის ბელგოროდის ოლქში ორი დღეა, აფეთქებების ხმა ისმის


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთში ბელგოროდის რეგიონში უკვე მეორე დღეა, აფეთქებების ხმა ისმის.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქებებია რამდენიმე რაიონში.
“ისმის აფეთქებები. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს… გრაივორონის ოლქის მაცხოვრებლები აცხადებენ აფეთქებების შესახებ, ხმა ისმის ბელგოროდის რაიონშიც”, – წერენ სოციალურ ქსელში.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებს თავშესაფარში ჩასვლას სთხოვენ.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უკვე განაცხადა ნიჟნი ოლშანეცის სავარაუდო დაბომბვის და დაშავებულების შესახებ.
“სოფელ ნიჟნი ოლშანეცის დაბომბვის შედეგად არის ერთი დაშავებული ქვედა კიდურებზე ჭრილობებით. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია. დაზიანებულია 6 კერძო სახლში. რაიონის ხელმძღვანელი და ოპერატიული სამსახურები აგრძელებენ ტერიტორიის შემოვლას“, – წერს გლადკოვი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს