რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
“წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის მსხვერპლი გახდა ცხრა ადამიანი, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის ორი თანამშრომელი და ორი მასწავლებელი, ასევე ხუთი არასრულწლოვანი, არიან დაშავებულები. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მას შავი მაისური ეცვა ნაცისტური სიმბოლოებით. თან არანაირი საბუთი არ ჰქონდა, ყოფილა”, – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, მან სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი ორი იარაღით იყო შეიარაღებული.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს