Logo

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი

მსოფლიო
491
Frontnews image description

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავდა 14 ბავშვი და 7 ზრდასრული, – ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

 

მისივე ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ზრდასრული და 7 მოზარდია.

 

უცნობი პირი იჟევსკის სკოლაში დილით შეიჭრა, სამართალდამცველების ინფორმაციით, მან ცეცხლი ორი იარაღიდან გახსნა.

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ამავე სკოლის კურსდამთავრებული, 1998 წელს დაბადებული ახალგაზრდაა, რომელმაც სროლის შემდეგ თავი მოიკლა

Advertisement