რუსეთის კურსკში დრონების თავდასხმის გამო აფეთქება მოხდა, მოსკოვის რეგიონში კი აეროპორტები დაიხურა


ავტორი
Front News საქართველო
20 აგვისტოს ღამით რუსეთში, კურსკში დრონის შეჯახების შედეგად რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, დრონები შენიშნეს მოსკოვის რეგიონშიც, რის გამოც მათ აეროპორტებში თვითმფრინავების მიღება და გაფრენა შეაჩერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-არხები და კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, კურსკში დრონების თავდასხმა მოხდა. ასევე, სავარაუდოდ, ის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
ცნობილია სულ მცირე 5 დაშავებულის შესახებ.
“კურსკში უკრაინული დრონების თავდასხმა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა. შუშის ნამსხვრევებისგან ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა”, – განაცხადა კურსკის გუბერნატორმა.
გარდა ამისა, მოსკოვის რეგიონში, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საშიშროების გამო, თვითმფრინავების მიღება და გაფრენა დროებით შეაჩერეს. მოგვიანებით მოსკოვის ხელისუფლებამ აეროპორტების დროებით დახურვა საჰაერო თავდაცვის მუშაობით ახსნა.
აგრესორი ქვეყნის დედაქალაქის მერის სერგეი სობიანინის თქმით, ღამით დრონებით თავდასხმის მცდელობა განხორციელდა და თითქოს უპილოტო საფრენი აპარატები საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონებით იერიშის “მცდელობა აღკვეთა”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს