რუსეთის პატრიარქი – ჩვენ წელში გადავტეხეთ ფაშიზმი, ღმერთი დღესაც დაგვეხმარება


ავტორი
Front News საქართველო
რუსები მშვიდობისმოყვარე ხალხია, თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან, დაიცვან საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა განაცხადა.
“რუსეთი მშვიდობისმოყვარე ერია, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაზე მეტად დაზარალდა ომებით და არავისთვის სურს ზიანის მიყენება, მაგრამ ჩვენ ასე ვართ გაზრდილები – ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სამშობლოს. ჩვენ წელში გადავტეხეთ ფაშიზმი, რომელიც აუცილებლად დაამარცხებდა მსოფლიოს, რომ არა რუსი ხალხის სიმამაცე, ღმერთი დღესაც დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, მაშფოთებს ყველა ადამიანის ბედი, რომლებიც სამხედრო მოქმედებების არეალში ცხოვრობენ, რადგან ისინი ჩვენი დები და ძმები არიან.
დღეს ჩვენ საომარ მოქმედებაში ვართ და უნდა ვიყოთ ძლიერები. როდესაც ვამბობ „ჩვენ“, პირველ რიგში, ვგულისხმობ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ. ასევე, ვგულისხმობ რუს ხალხს, რომელიც უნდა გამოფხიზლდეს, რადგან ისტორიული პერიოდი გვიდგას, რომელმაც შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს“, – განაცხადა კირილმა.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს