Logo

“რუსეთის პორტებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმავალ ყველა გემს, უკრაინა განიხილავს სამხედრო ტვირთის გადამზიდად”

უკრაინა
20.07.2023 / 17:38
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში გემების გადაადგილების შესახებ განცხადება გააკეთა. საუბარია გემებზე, რომლებიც მიდიან რუსეთის ფედერაციის პორტებში, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.

 

როგორც სამინისტროში განაცხადეს, რუსეთმა დაიწყო ღიად მუქარა სამოქალაქო გემებზე, რომლებიც უკრაინის პორტებიდან აგზავნიან საკვებს, ბოლო დღეებში კრემლმა შავი ზღვა საშიშ ზონად აქცია და ყველა რისკზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ხელმძღვანელობას ეკისრება.

 

გარდა ამისა, როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, კრეისერი “მოსკოვის” ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.

 

“უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო ტვირთის გადამზიდად ყველა შესაბამისი რისკებით”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 

გარდა ამისა, 2023 წლის 20 ივლისის 05:00 საათიდან, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და უკრაინის ქერჩი-იენიკალის სრუტის რაიონებში გადაზიდვა აკრძალულია.

 

“მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ, რუსეთი სამოქალაქო გემებს ემუქრება, რომ შავ ზღვაში, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი 20 ივლისიდან, სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად განიხილება, ხოლო ქვეყნები, რომელთა დროშის ქვეშ  გემები გამოჩნდებიან, კონფლიქტში ჩართულ მხარეებად.

თაგები:

უკრაინა
Advertisement