რუსეთის ქალაქებში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე ასობით ადამიანია დაკავებული


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ნაწილობრივი მობილიზაციის გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციებზე ამ დროისთვის 791 მონაწილეა დაკავებული.
100-მდე ადამიანი მხოლოდ სანკტ-პეტერბურგშია დაკავებული, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა.
ეკატერინბურგში გადაღებული ვიდეოს მიხედვით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებაც მოხდა.
ამ დროის არსებული ინფორმაციით, მობილიზაციის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები დააკავეს ირკუტსკსა და კრასნოიარსკში, ეკატერინბურგში, ჩელიაბინსკში, ნოვოსიბირსკში, ულან-უდეში, ტომსკში, უფაში, პერმში, ბელგოროდსა და მოსკოვში.
ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს