Logo

რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში – განახლებული მონაცემები

უკრაინა
1238
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.           

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 24 900 ჯარისკაცი დაკარგა.                              

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.05-მდე:  ტანკები – 1 110, ჯავშანტექნიკა – 2 686, საარტილერიო სისტემები – 502, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 171, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 83, თვითმფრინავი – 199, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 926, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 11,  ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 324, სპეციალური ტექნიკა – 38, საკრუიზო რაკეტები – 90.      

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

Advertisement