რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
22.03.2022 / 17:10


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით.
სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფაში ცნო დამნაშავედ.
პროკურატურა ნავალნისთვის თავისუფლების 13 წლით აღკვეთას მოითხოვდა.
თაგები:
ალექსეი ნავალნი