რუსეთის სასამართლომ შაქრო კალაშოვი პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლა


ავტორი
Front News საქართველო
კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, იგივე შაქრო “მალადოი”, რომელიც გამოძალვისთვის იყო გასამართლებული, ვადაზე ადრე გაათავისუფლა.
“სასამართლომ დააკმაყოფილა კალაშოვის ზ.კ.-ს მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. სასამართლო სხდომა დღეს დახურულ კარს მიღმა გაიმართა”, – აცხადებენ სასამართლოს პრესსამსახურში. ამ დრომდე გადაწყვეტილება პროცესის არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.
კალაშოვი დამნაშავედ გამოძალვის ორ ბრალდებაში 2018 წლის მარტში ცნეს, სასამართლომ მას თავისუფლების 9 წლითა და 10 თვით აღკვეთა მიუსაჯა.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს