რუსეთის საზღვაო ძალების ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, წელს ამოქმედდეს


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზამ მუშაობა შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.
შამბას ინფორმაციით, ოჩამჩირის ყურეში სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე დაპროექტება მიმდინარეობს.
“მისი ფუნქციონირება შესაძლოა, წელს დაიწყოს, თუმცა გამიჭირდება მისი გაშვების ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში. ეს იქნება ბაზირების ადგილი, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.
რუსეთმა აიღო ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი, 2008 წლიდან ზღვაზე გემის დაკავების ინციდენტი არ გვქონია, საზღვაო ზონაში მშვიდი ვითარებაა. შეთანხმებით ვალდებულებები აქვს აფხაზურ მხარესაც და ჩვენც ვასრულებთ მათ”, – განაცხადა შამბამ.
უკრაინის სარდლობა აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო გემები მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
“ჩვენთვის ლეგიტიმური მიზანია ნებისმიერი გემი, რომელიც ატარებს რუსეთის საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშას, სადაც არ უნდა იყოს ის მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ნაწილში”, – აცხადებს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა