რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოგდების შესახებ განცხადებები პროვოკაციაა


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოგდების შესახებ განცხადებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პროვოკაციას უწოდებს.
“პოლონური მედიის და ოფიციალური პირების განცხადებები პრჟევოდოვის დასახლების მიდამოში “რუსული“ რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ არის მიზანმიმართული პროვოკაცია სიტუაციის ესკალაციის მიზნით. არანაირი დარტყმა სამიზნეებზე უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს არ განხორციელებულა“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე მტკიცებით, “ფრაგმენტებს, რომელიც “ცხელ კვალზე” ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ შეიარაღებასთან”.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს